საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შალვა ზამბახიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით დააკავეს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით გუბერნატორებს არავითარი რეალური ფუნქცია არ აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი არსებობა და ხარჯები გაამართლონ.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე, რომელიც პოლიციამ გუშინ, საღამოს, სოფელ ნამოხვანში დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ სამართალდამრღვევად არ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
პარტია „ევროპული საქართველო“ გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმაც დატოვეს. საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მათ სოციალური ქსელით გაავრცელეს.
პარტიის ყრილობაზე, ხმათა უმრავლესობით, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ის ამ პოზიციაზე დავით ბაქარაძეს შეცვლის, რომელმაც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს 4 მოქალაქის მდინარე ენგურში დაღუპვას გამოეხმაურა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 10 აპრილს, მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 25 751 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1.96%-ია, ბოლო 14 დღის – 2.16%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.49%.
გიგი უგულავამ პარტია „ევროპული საქართველო“, სადაც გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა, დატოვა. როგორც ის აცხადებს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის განახლებასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიასთან აზრთა სხვადასხვაობა გახდა.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტს, ლაშა ქუთათელაძეს, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამართალდარღვევისთვის 1000-დან 4000 ლარამდე…
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 წლის გოგონას მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11