საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ [EMC] მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებებს სპეკულატიურს უწოდებს.
ცაგერის კულტურის სახლში ნამახვანჰესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი მართავენ. თურნავას გადაწყვეტილებით, შეხვედრაზე შეუშვეს ჟურნალისტებიც.
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა იმართება. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრაზე კვლავ დააყენებენ ოკუპირებულ ცხინვალში…
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობა მოსახლეობასთან შეხვედრებს ორი კვირის განმავლობაში გამართავს.
განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყება. 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.
ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, 12 საათზე ცაგერის კულტურის სახლში, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაბა ყაზბეგიდან აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ხევსურეთის სოფელ ბლოდან კი 18 კილომეტრში იყო.
თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.
გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში (33%) არსებულმა კომპანიამ შპს „სეტი+“-მა, 2017-2020 წლებში, სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიის სახით 528 150 ლარი მიიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11