საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსი, რომლის მიხედვითაც,…
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „პირველის“ ერთ-ერთი გადაცემის ანონსს გამოეხმაურა, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერია გამოყენებული.
სამართალდამცავებმა გორში, 14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ბრალდებულის დაკავება რამდენიმე კვირის წინ, თებერვალში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის კორესპონდენტის, ემა გოგოხიას მიმართ მუქარისა და მისი ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.
სამართალდამცველებმა ვანში, 41 წლის მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან პოლიციელი გუშინ, 5 მარტს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაჭრა.
პროკურატურის განცხადებით, 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა – ზ.მ.-მ დაზარალებული გააუპატიურა და მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
ქობულეთში 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას პროკურატურამ გაუპატიურების კვალიფიკაცია არ მიანიჭა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც გარდაცვლილი გოგონას უფლებამონაცვლის – დის ინტერესებს იცავს, პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ზემო სვანეთში, მესტიაში, „მაგთიკომის“ აბონენტებთან მობილური ტელეფონით დაკავშირება დილიდან ამ დრომდე შეუძლებელია. როგორც კომპანიაში „რეგინფოს“ უთხრეს, ლენტეხისა და მესტიის მიმართულებით სადგური გათიშულია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ჟურნალისტს ემა გოგოხიას, გვიან ღამით მესტიაში ავტომანქანა დაუზიანეს. მანქანის ოთხივე საბურავი დანით არის დაჭრილი.
პირველი აპრილიდან თბილისში ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება. ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11