საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათელა თურნავამ კომენტარი გააკეთა იმ ჰესებთან დაკავშირებით, რომელთაც ექსპლუატაციაში შესვლამდე ან შესვლიდან მალევე პრობლემები შეექმნათ. მინისტრის თქმით, ავარიები არასდროს არის გამორიცხული.
საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომელიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს შეიცავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ორი არასრულწლოვნის განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაქათალის რაიონში, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე საგანძურის აღმოჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.
„ამ პერიოდის მანძილზე სულ გვესმოდა გარკვეული ქსენოფობიური განცხადებები, ზოგადად, ფობიური განცხადებები, იგივე, როგორიც არის „არა ჰესებს“, რომელსაც ამ რაღაც ცივილურ გარემოში ვერანაირად ვერ დავეთანხმებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. როგორც მინისტრმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე გამოსვლის დროს თქვა, კრიტიკის ნაწილია ჰესის ინვესტორი…
ქალაქ გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის დროს 11 თვის ბავშვი დაიღუპა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ქალს ხელში ბავშვი ეჭირა.
„ნამახვანთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი მიწის პრივატიზებაა. აქ მინდა გავმიჯნო, სად ვხედავთ პრობლემას. თუ პრობლემაა ის, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, ამ დისკუსიაში ვერავის წამოგყვებით, იმიტომ,…
„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, მინისტრს ამ დრომდე 5 მოადგილე ჰყავდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11