weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2025

მაღალმთან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბზანამ ელექტროენერგიის ბოძები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყალი საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში შევარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, მესაზღვრე სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მისი ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა კაცს, რომელიც დედის დაკრძალვას დაესწრო და შემდეგ რესტორანში, ქელეხში იმყოფებოდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას უკავშირდება, 30 შემთხვევა თბილისს, ხოლო 15 იმერეთის რეგიონს.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებას დაესწრნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მგზავრი ადგილზე დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

თბილისში, გვიან ღამით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ. როგორც ცუცქირიძე ამბობს, მეუღლესთან და დასთან ერთად სახლისკენ მიდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პოლიციამ პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი (ასლან) მუთოშვილი დააკავა. მას ორი ან მეტის პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო…

მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოში, 60 წლამდე ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, სიმონ არღვლიანის თქმით, შემთხვევა სოფელ ჭკიდანარში მოხდა, როცა ქალი საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]