weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2025

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების დასაფინანსებლად განაცხადებს 5 ოქტომბრიდან მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30…

ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოცგარ პუთულიანი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პუთულიანმა კანდიდატურა წარდგენიდან 12 დღეში მოიხსნა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვუგარ ისაევი მათ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დაჭრით დაემუქრა. ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა, სადაც „ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი…

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის განცხადებით, დაჭრილია „საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 16 სექტემბრის დილის 9 საათის მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სიღნაღში ინფექცია დაუდასტურდა შსს-ს კონტრაქტორი დასუფთავების კომპანიის თანამშრომელსაც.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე ჩაუტარდა. სამხედრო მოსამსახურე დათხოვნის პერიოდში ბათუმში იმყოფებოდა.

პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით ჭუნიაშვილი წარადგინა, ხოლო მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში კენჭს ვახტანგ მარტოლეკი იყრის.

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს აღარ იყრის. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]