საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების თემაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის (ქრისტიან-დემოკრატები) წევრმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ როგორც ასოცირებულმა და ევროკავშირის კანდიდატობის მსურველმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, ღირსეული ხელისუფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა. ამის შესახებ ხერხეულიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.
„რატომ არის განაჩენი დაუსაბუთებელი? უდანაშაულობის ერთი არგუმენტი ბრძანეთ. მოსამართლის დისკრეციაა ეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ნიკა გვარამიას განაჩენზე სახალხო დამცველის დასკვნასთან დაკავშირებით.
იტალიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სახალხო დამცველის მიმართვას ეხებოდა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ „შინაურ საქმეებზე“ საზღვარგარეთ კომენტარებს არ აკეთებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროპარლამენტი, ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოსთან დაკავშირებით მთავარ რეზოლუციას განიხილავს.
საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევის საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელიც მემარცხენე ჯგუფმა (GUE/NGL) მოამზადა, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდებას შეიცავს.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოში შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის წყალმომარაგების პრობლემაზე პარლამენტში ისაუბრა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) გააკრიტიკა. ელისაშვილმა იკითხა, როდემდე შეიძლება მილიონ-ნახევარი ადამიანი ამ „უპასუხისმგებლო კომპანიაზე“ იყოს დამოკიდებული.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს, რომელიც 2005-2013 წლებში ევროკავშირში საქართველოს ელჩი იყო, „ხელმოცარული დიპლომატი“ უწოდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11