weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჩუმად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული ეკლესიების „ავტოკეფალურ ამბიციებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან მათი ავტოკეფალიის…

სახელმწიფო სატყეო ფონდში, მათ შორის, თიანეთის, ახმეტის და ძამის ხეობის ტყეებში მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით უნებართვოდ შესვლა-გადაადგილების, ასევე ხე-ტყის გადაზიდვას ფაქტები გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დალუქულია 8 ტრაქტორი.

საქსტატმა მაისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა. აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო, ხოლო მარტში – 11.8%.

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კიბოს შორს წასული ფორმა აქვს და აპრილში მკურნალობის კურსი ჩაიტარა. ამის შესხებ ამერიკული გამოცემა Newsweek აშშ-ის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მისცა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ „ტოტალურად, მორალურად სოლიდარული“…

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას (TV4), რომელიც ეთერში „ალტ-ინფოს“ გადაცემებს უჩვენებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩვენების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, „ალტ-ინფოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება წარდგენილი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაომბუდსმენმა“ გაავრცელა.

ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა / ალტ ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას ყურადღებას არასოდეს აქცევდა. მორგოშია გუშინ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლით დაიმუქრა, რა დროსაც ცნობილი…

შიდა ქართლის რეგიონში 11 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულ 60 წლამდე მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, სტაჟიორებს საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდი სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებათ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]