საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თიბისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თიბისი ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და…
„საქართველოს რკინიგზა“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს…
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. მთავრობის განკარგულებით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა. აქედან, წელს, 4 მილიონი ლარის სამუშაო…
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე უახლოეს დღეებში, აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ.
საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11