weather cur horoscope tv
ივნისი 10, 2025

კორონავირუსის გამო, ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიაში ხანმოკლე რეისების 25%-ს სამი კვირის განმავლობაში, 17 მარტიდან 8 აპრილამდე აუქმებს.

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები…

გურჯაანში 1-ელ მარტს დაიწყებს ფუნქციონირებას განახლებული ბაზარი, რომელიც  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და დაცული იქნება ჰიგიენური და სანიტარული ნორმები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურებრივი მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და…

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსი 31 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. პაციენტმა საავადმყოფოს თავად მიმართა. ის „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომში მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი დააკავეს. სავარაუდოდ საქმე მიწების საკითხს ეხება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, 41 წლის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედა და და სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ აღმასრულებელ დირექტორად მარიამ გოგოსაშვილი აირჩია. მან ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძე შეცვალა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

ტოიოტა ცენტრი თეგეტა თიბისი ლიზინგთან კოლაბორაციით აქციას იწყებს, რომელიც ტოიოტას მოდელზე C-HR (Coupe High Rider) ვრცელდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]