weather cur horoscope tv
ივნისი 10, 2025

საქართველოსა და უკრაინის პორტებს შორის, რეგულარული, საკონტეინერო გემის პირდაპირი ხაზით მიმოსვლა, უმოკლეს სატრანზიტო დროში და გაუმჯობესებული ტარიფით 2019 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ნინოწმინდაში, გიორგიწმინდაში, პატარძეულსა და თოხლიაურში მოსახლეობას ფეკალიებითა და ეკოლის ბაქტერიებით დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. საგანგაშო მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო…

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

„პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა…

ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციისგან თავის დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვირჩევს ხელები ხშირად დავიბანოთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, რაც ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. ასევე, ხველისა და…

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „ლუგარის“ ლაბორატორიის ანალიზით დადასტურდა, რომ კორონავირუსი აქვს საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ, 26 თებერვალს შემოდიოდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გასაცემად ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა.

ახალციხის რაიონის სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს. სოფელში მერის წარმომადგენელი გრიგოლ ღამბაშიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ მონუმენტი ამ ადგილას ადრეც იდგა, სამი წლის წინ დაზიანდა და სოფლის მცხოვრებლებმა…

ონის მუნიციპალიტეტში რაჭის ეროვნული პარკი და შოვის აღკვეთილი შეიქმნება, რომლის ფართობიც 52 191 ჰექტარს მოიცავს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]