საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყო, რომლის პირველი პარტიაც მზად 19 მარტს იქნება. პირბადეები პირველ ეტაპზე იმ ადამიანებზე განაწილდება, ვინც კორონავირუსით ინფიცირების…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა თანადგომაში“, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უფასო სასადილოში კვებით უზრუნველყოფს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მომსახურების წესი დროებით შეიცვალა.
თიბისი ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება. ცვლილებების თანახმად, გადახდისუნარიან მოსახლეობას სესხის აღება გაუმარტივდება. გარდა ამისა, ცვლილებები შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და დაკრედიტების პროცესს მეტ ეფექტიანობას მისცემს.
სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ მზად არის ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე - ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის…
კარანტინის, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარს შეადგენს.
გუდაურიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ რამდენიმე პირს, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„მოვუწოდებთ სავაჭრო ქსელებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11