weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაგეგმური შემოწმებისას ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, რომელიც დღეს, დილით აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ ბავშვების გამოსაკვებად.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს იუსტიციის  მინისტრს მოუწოდებს, ორგანიზაციას და საზოგადოებას მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქარელის რაიონის სოფელ დირბში 22 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ნათესავია და უკვე დაკავებულია.

თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია. საათით უკონტაქტო გადახდის პროცესი ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ამისათვის Garmin-ის საათში სასურველი ბარათების დამატება და საათის გადახდის…

მიმდინარე წლის 8 დეკემბრიდან სს „საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.

დეკემბერი ფინკა ბანკში აქციებისა და საჩუქრების თვეა. პირველი დეკემბრიდან კიდევ ერთი აქცია დაიწყო - ვინც 31 დეკემბრამდე აიღებს საკრედიტო ლიმიტს და დახარჯავს მინიმუმ ნახევარს, სპეციალურ აქციაში ავტომატურად ჩაერთვება.

სულ მალე თიბისის ფილიალებში მისულ მომხმარებელს ბიზნესგიდი დახვდება, რომელიც მეწარმეს  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შესთავაზებს და თიბისის ბიზნესეკოსისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თურმანიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, თურმანიძე ბათუმში დააკავეს, როცა ის საკუთარი მანქანით მოძრაობდა.

ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელს ბესო ფიფიას, რომელიც ბრალდებულია თანამშრომლის, მამუკა ქარდავას მკვლელობის მცდელობაში.

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ორი პირი, რომან მალანია და გიგა ქავთარაძე დააკავეს. გიგა ქავთარაძე სასულიერო პირია, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ის ქართული ეკლესიის წევრი არ არის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]