weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

„ელემენტარულად, ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება სიცივეში. ახლა ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყლის ჭავლით საპროტესტო აქციების დაშლასთან…

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია თანამდებობიდან გადადგა. ლატარიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება, თუმცა „რეგინფოს“ ინფორმაციით, ლატარიამ თანამდებობა სწორედ ამის გამო დატოვა.

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ორივე პირს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, 26 წლის არბი ქავთარაშვილი და…

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო კრებამ დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წარდგინება და დე ფაქტო გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე ესშოუ კაკალია თანამდებობებიდან დაითხოვა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში 47 წლის სიძემ სანადირო თოფიდან გასროლით 61 წლის სიმამრი მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო მოხდა.

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის - WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება ე.წ. „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით მისცა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 12 049-მა მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, 40.7% გოგოა, ხოლო…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის…

2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე,  ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]