საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს ეკისრებათ.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ სესიაშვილის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს ესტრადის მომღერლების კონცერტისთვის განსაზღვრული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. ახალ წელს ყვარელში ადგილობრივი მომღერლების, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი გაიმართება.
ბიზნესდაჯილდოების ფინალური ცერემონია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას შესრულებით გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის გადაწყვეტილებით დატოვებს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირიქითა ხევსურეთში სოფელ ხონესთან ახლოს ხანძარია. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ აცნობეს, ცეცხლი მთაზე, ალპურ ზონაში ხმელ ბალახს უკიდია და არსებობს სოფელზე მისი გავრცელების საფრთხე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. საკონკურსო ვადების დაცვით განცხადებები ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ,…
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც…
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლითაც გეი თემის წარმომადგენლებს უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობას უკრძალავდა.
„უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11