საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს 13 დეკემბერს განიხილავს. პროცესი თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.
საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაჭრილი საქართველოს მოქალაქე 26 წლის რამინ ბაქიროვია. ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრია.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხის რაიონში დაფიქსირდა. მიწისძვრა ნგრევა არ გამოუწვევია.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 7 დეკემბერს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, ლამისყანის მკვიდრი ემზარ…
„ამ საკითხით პოლიტიკური სპეკულაციები და ქულების დაწერის მცდელობა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან მიუღებელია. უბრალოდ აბსურდულია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე გადმოტანის მცდელობა. მითუფრო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. სხვა რომ…
ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოებას გუშინ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მხარს არ უჭერს ინიციატივას უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის შესახებ.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მზია თოდუას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. კოალიცია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს უმოკლეს ვადებში დანიშნოს მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11