საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ბრალის წარდგენის შემდეგ ავად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფოს ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ევალება, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა და ისინი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორის რაიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 96 წლის გორა ღარიბაშვილის დაკავების შესახებ. სუს-ის ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული…
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა უძღვებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობა საჯარო აუქციონის შედეგად 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.
14 დეკემბერს ჩინეთის მასტერსის ფინალში გამარჯვების შემდეგ, 19 წლის ქართველი სპორტსმენი ლაშა ბექაური მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში 25 ადგილით დაწინაურდა. ახლა ბექაურს 3362 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.
კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში გურიაში ჩასულ ალეკო ელისაშვილს და სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს, ჩოხატაურის ბაზარში „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრები დახვდნენ და დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11