weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ, „პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისთვის“, ბიზნესმენი მიხეილ ხოდორკოვსკი და მოჭადრაკე გარი კასპაროვი „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა.

„ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილი მედიები ამერიკის შეერთებულ შტატებს „აბრალებენ“, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში მონაწილეობაზე…

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლის მცველები, რომლებიც „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, გაცვლის პროცედურით უნდა იყვნენ გათავისუფლებულნი.

შიდა ქართლის რეგიონში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ეკატერინე ქორჩაშვილმა განაცხადა, დაავადება ხაშურის ერთ-ერთ სოფელში 38 წლის ქალს დაუდასტურდა. ის სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ „აზოვსტალისა“ და ქალაქ მარიუპოლის „სრულად გათავისუფლების“ ოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

დღეს, 21 მაისს, საქართველოში, დაახლოებით ორი საათის ინტერვალით მიწისძვრები მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 06:12 საათზე, ქალაქ ბორჯომიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა.

პარტია „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა მიიღო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.90 ლარი გახდა, ხოლო 1 ევროს – 3.07 ლარი. დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ბორჯომში, „ბოლო ზარის“ ავტომობილი, რომელშიც ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან მტკვარში გადავარდა. შედეგად სამი მეთორმეტეკლასელი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) შეფასებით, არაერთ სამართლებრივ ხარვეზს შეიცავს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ეხება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]