weather cur horoscope tv
აპრილი 21, 2025

„აზოვის“ პოლკმა ვიდეო გაავრცელა, სადაც პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის პროცესზე საუბრობს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „აზოვსტალის“ ბლოკირება გრძელდება. მისივე თქმით, იქ მყოფი 1908 უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩაბარდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტს მალე მიიღებს. შედეგად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ავთენტური გვარის დაბრუნებას შეძლებენ.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 19.4% შეადგინა. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბში, ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

„ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის. მათ შორის პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა „მედიის თავისუფლების ფონდი“ შექმნეს. არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ფონდის პირველი მისია „მთავარი არხის“ შენარჩუნება იქნება.

ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ მისი და სხვა ევროპარლამენტარების მისამართით საქართველოს ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდნენ. პოლიტიკოსების ინფორმაციით, მათ ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, ბიძინა ივანიშვილისა და ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეების სანქცირებაზე,…

ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ, მათ შორის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ვიწროპარტიული…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]