საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოს სკოლების ნახევარი, 1-100 მდე მოსწავლიანი სკოლაა (900 ზე მეტი სკოლა), რომლებიც ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული გ.ნ. თბილისში დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და თამარ წილოსანი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებად უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. სტურუა და წილოსანი „ქართული ოცნების“ რჩეულები არიან, წილოსანი კი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით წარადგინეს.
სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში N98, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს,…
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკი და მეტეოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ასახავს, კიდევ ერთხელ ადასტურებს…
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაიანეარს“ (Ryanair) საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიანიჭა. ავიარეისები თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით 6 ნოემბრიდან შესრულდება.
„ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი გამოვიდა ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში გაიგზავნოს და „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად იქცეს…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11