საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2018 წელს მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიები გაუმჯობესდება და სისტემა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მან უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა…
ისტორიკოსი, პროფესორი და აკადემიკოსი მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ხაზს უსვამს ისეთი ნარკოპოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი სარეაბილიტაციო ცენტრების აშენების საჭიროებასაც შეეხო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შორენა ყაველაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო, 2016 წელს დანამატის სახით 45 900 ლარი მიიღო, რაც სხვა მოსამართლეთა დანამატებს 2-ჯერ და მეტად აჭარბებს.
ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით უფასო ცხელი ხაზი - 1484 ამოქმედდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ცხელი ხაზი ტექინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესითა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს მოემსახურება.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ივლიანე (ილია) წულაიამ ერთ-ერთ მატერიალურად გაჭირვებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლი უყიდა, რაშიც 150 000 ლარი გადაიხადა. დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის ვინაობა და სახლის ადგილმდებარეობა დაკონკრეტებული არ არის.
რუსთავში, მე-12 მიკრო რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ბავშვი ამჟამად კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალშობილის დედის ვინაობა უცნობია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამაკაცმა 37 წლის შვილი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. შემთხვევა 7 დეკემბერს, საღამოს მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლ-შვილს ჭრილობები ნაჯახით მიაყენა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დაშავდა. მსუბუქი ავტომომანქანა ხეს შეეჯახა.
პანკისის ხეობის „უხუცესთა კავშირი“ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ. უხუცესთა კავშირის განცხადებას პანკისის სათემო რადიო უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11