weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე ქართული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებგვერდის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ტექნიკის უსაფრთხოების შესამოწმებლად მისული ექსპერტი გადმოვარდა. 58 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის ტრავმით გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღს, სადაც ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გოგონა საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს, აუდიტის სამსახური შეამოწმებს. ზუგდიდის მერის, ლაშა გოგიას განცხადებით, აუცილებლად დადგება იმ პირების…

მწერლებმა და გამომცემლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს. სადავო მასალა პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას ეხება. კერძოდ, მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ არაფხიზელ…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს. ნაცემია გივი ლიპარტაშვილი, რომელსაც თავში იარაღის კონდახი ჩაარტყეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. სამი ნიღბიანი ბენზინგასამართ სადგურზე გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე შეიჭრა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოლარე-ოპერატორი ფეხის არეში დაჭრეს და თავში კონდახი ჩაარტყეს. გატაცებულია…

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ჩხუბი ლონჟედუას კომუნაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მოხდა.

„სახლში შემოსვლაზე და იარაღიდან სროლაზე, ახალგაზრდა ბიჭების ხოცვაზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, ვერც სახლში ვისხდებით, უმოქმედოდ ვერ ვისხდებით. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ასეთი დანაშაული ხვალეც არ დაგვემართება. ჩვენ არც იმაში…

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ბეგიაშვილების ოჯახში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბიჭმა ეზოში განთავსებულ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც ტექნიკის აფეთქება გამოიწვია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]