საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში მოკლულები იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, გვიან ღამით, მაღაზიას დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს, რა დროსაც მის მფლობელ ცოლ-ქმარს ესროლეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, „ძარცემის“ პოლიგონზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედრო წვრთნები იმართება. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, წვრთნებში ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეთა სავალ ნაწილზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ქალი კი დაშავდა.
ხაშურში, ერთ-ერთ სასადილოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის ორი მოსწავლე დაჭრეს. როგორც „რეგინფოს“ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ უთხრა, მოსწავლეებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური-კობის და კალა-უშგულის მონაკვეთებზე.
14 იანვარს თბილისსა და რეგიონებში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.
კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ხელფასი და ყოველთვიური დანამატი გაერთიანდა და დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სომხეთის მოქალაქე, 31 წლის არტურ სუკასიანი გაძარცვეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დღეს დილით, ბიზნესმენს ორი ნიღბიანი პირი სადარბაზოში დაესხა თავს და 30 ათასი ლარი გასტაცა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ4 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თემურ სვანიძემ გააუქმა რაიონული სასამართლოს 5 იანვრის განჩინება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11