საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევრის ბრალდებით გუშინ დააკავეს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22-24 დეკემბერს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 127 პირი.
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა. თოვლის საფარმა 1,5 მეტრს გადააჭარბა. ჩაკეტილია გზები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მეორე დღეა სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-კობის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის…
ბათუმში, თამარის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მამა-შვილი, 39 და 19 წლის მამაკაცები დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს მოკლულის ბიძაშვილმა, ახმეტის საკრებულოს წევრმა მაკა ალხანაშვილმა დაუდასტურა.
გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, 70 წელს გადაცილებული ქალი და მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა. მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22-23 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო კონტროლის და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 63 ადამიანი დააკავეს. საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცავების მიერ სულ 36 330 პირი გადამოწმდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11