საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამართალდამცავებმა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული ი.ბ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალციხეში დააკავეს.
11 ნოემბერს, აჭარაში, დაბა ქედაში, სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ გაიმართება. ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. სტუმრებს ტრადიციული კერძების და ქედის ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით სარგებლობა 180 დღიან პერიოდში 90 დღე შეეძლებათ.
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდის თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის მხრიდან ზეწოლა გახდა.
ფოთში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა. ამ დიაგნოზით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგის, მაკა გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის დაგვიანებით მიმართა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ქალაქ თელავში, თბილისის გზატკეცილზე N2–ში მდებარე ავტოსერვისში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, როლანდ დაუდაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6272 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6008 ლარი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, საქართველომ პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„ილია - ჩვენი თანამედროვე“ - ამ სლოგანით, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს, რადგან ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11