weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიუსაფარი ძაღლების მომვლელის, მატილდა მირზოევას ცემაში ბრალდებულ 22 წლის გიორგი ნადირაძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

1 ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება ავტომატურ რეჟიმში მოხდება.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან ე.წ. მესაზღვრეებმა, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მცხოვრებლები არიან. ისინი ტყეში შეშის საჭრელად იყვნენ წასულები.

კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში მსოფლიო ბანკთან ერთად 15 ადგილობრივი გზის რეაბილიტაცია იწყება, რომლის საერთო სიგრძე 100 კილომეტრია.

საბერძნეთის პოლიციამ 85 წლის ქალის წამების ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი ფულის გამოძალვის მიზნით მოხუცის სახლში 26 ოქტომბერს…

ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

არასათავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება მოჰყვა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ცნობილია, კაშია საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ „ვიტესის“ კაპიტანს, ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე სხვა გუნდების კაპიტნების…

ბათუმში, ბოლო სამ თვეში ბოძებზე დამონტაჟებული 40-მდე დეკორატიული ურნა მოიპარეს. „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბარში დასუფთავების სამსახურის უფროსმა დავით ასამბაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ურნები სოფლებში მიაქვთ და გოდრებად იყენებენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, 33 წლის ვალერი ჭანტურიძეს მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა. დაშავებულის დედის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დაშავდა მისი შვილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]