საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოლიციამ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ვ.ც. დააკავა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
მარეხ ხაფთანი 7 წელია რაც ადიშში ცხოვრობს. მისი ოჯახი სვანეთიდან 1987 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ ქვემო ქართლში ჩაასახლეს. მაშინ სტიქიას სვანეთში მსხვერპლი მოჰყვა. ადიშში, რომელიც 45 კომლს ითვლიდა, განსახლების შემდეგ…
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის მონაცემების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 19 886 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2141 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5081 ინფიცირებული, 44 კი გარდაიცვალა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ჩხუბის დროს სამი მოქალაქე დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.
„მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“, – აცხადებს არჩევნების მეორე ტურის შესახებ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა…
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა. მისი თქმით, ცესკო მეორე ტურის შედეგებს შეაჯამებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11