საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმში მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ხუთი მუშა დაშავდა. შემთხვევა 30 სექტემბერს, საღამოს, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც კომპანია „ალიანსპალასი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. დაშავებულები სხვადასხვა ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა…
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „ეკვილიბრიუმი“ წიგნებს გადასცემს ნუკრიანის სოციალურ საწარმოს, ასევე სოფელ ჰერეთისკარის ბიბლიოთეკას.
თელავში 7 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი „თელავინო“ გაიმართება, სადაც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები და მცირე საოჯახო მარნები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა…
თუშეთის მთებში თოვლი მოვიდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, დილით დაწყებული თოვა წვიმაში გადაიზარდა. ამინდის გაუარესებას ფშაველი-თუშეთის გზაზე გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. ამ დროისთვის თუშეთის…
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რაიონში ოთხი სოფელი დაიმეწყრა. მიწის მასა გვიან ღამით წყავროკასა და ლეღვაში სამ საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სტიქიის გამო ორი ოჯახის ევაკუაცია მოხდა.
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღე ადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 72 წლის ქალი და მისი 46 წლის შვილი სცემეს. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა ტრავმებით მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სოფელში მცხოვრები 23 წლის მამაკაცი დააკავა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელს ალექსანდრე ესიტაშვილს, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ესიტაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა, ასევე კონფლიქტის შემდგომი მძიმე პერიოდი, მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ბრიტანელ ფოტოგრაფ მაიკ გოლდუოტერს ნაკლებად…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11