საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე დარჩიძე, რომელმაც 15 სექტემბერს, პირველკლასელებთან ერთად, საკლასო ოთახში „ქართული ოცნების“ საარჩევნო დროშებით ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, 1000 ლარით დაჯარიმდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში, მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. დაშავებულია დაახლოებით 200 ადამიანი. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი 64 წლის თეთრკანიანი მამკაკაცი, ლას-ვეგასის მკვიდრი…
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 873 ლარი გამოიყო.
2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, ნისლი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი. მაღალ…
ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავიანთი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სპეციალური დეკორაციებით მორთულ…
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ახმეტელ ცოლ-ქმარს, ნათია ლეფსვერიძეს და დათო ქიტაშვილს სამი გოგონას შემდეგ, სამი ტყუპი ვაჟი შეეძინათ. ნათია ლეფსვერიძემ ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. ტყუპების დედა თავს კარგად გრძნობს.
პირიქითა ხევსურეთში, შატილის მოსახლეობა სოფლის ჰესის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითხოვს. ჰესი მოძველებულია და მწყობრიდან ხშირად გამოდის, რის გამოც შატილის მცხოვრებლები ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე მოსახლეობა უშუქოდ არაერთხელ დარჩა…
გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში – ორთაშენში, ტინისხიდში, ქვემო ხვითსა და ფხვენისში სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე ვერ განახლდა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ოთხ საბავშვო ბაღში სწავლის დაწყება ჭურჭლის უქონლობის…
ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია. ეთნიკურ სომხებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდა ოთხი პოლიციელი და დაზიანდა შს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11