საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოლიციამ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ. გამოავლინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს არჩილ დევრიშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 46 ოჯახი ცხოვრობს, მეორე სართულზე ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და იატაკი ჩატყდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩაქვი–მახინჯაურის გვირაბებში საავტომობილო მოძრაობა 2017 წლის 3 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გვირაბებთან ახლოს არსებულ მაგისტრალთან ქობულეთის შემოვლითი გზის დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს.
საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული 50 წლამდე ქალია. 27 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოში რჩება კიდევ ერთი დაშავებული.
2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გარდაიცვალა 345 ადამიანი, დაიბადა მხოლოდ 114. ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობაზე 202 %-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის…
საგარეჯოს რაიონის სოფელ გორანასთან ხანძარია. გამგებლის წარმომადგენლის შმაგი ბერიძიშვილის ინფორმაციით, ცეცხლი სათიბებს გაუჩნდა და ხმელი ბალახი იწვის.
სოფელ ოჩხამურის მოსახლეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით სასამართლოში უჩივის. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ თავართქილაძე განიხილავს.
აზიური ფაროსანასგან დაზარალებული ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მცხოვრებლები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას, საბანკო ვალდებულებების გადავადების საკითხში შუამდგომლობას, ზარალის კომპენსაციას და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11