საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთში ქართული ღვინის კვირეული გურჯაანიდან დაიწყება. 6 ოქტომბერს, კურორტ ახტალას მიმდებარე ტერიტორიაზე „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017“ გაიმართება. 13:00-დან 17:00 საათამდე ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქვევრის და 50-ზე მეტი დიდი და მცირე…
რუსთავში, მე-19 მიკრო-რაიონში, საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში 12 წლის გოგონას უცნობი მამმაკაცი თავს დაესხა და ძალის გამოყენებით სარდაფში ჩაიყვანა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ინფო-რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
საქართველოს საპატრიარქომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში მოგზაურობის ოქტომბრის თვის სავარაუდო განრიგი გამოაქვეყნა. 5-9 ოქტომბერს წმინდა ნაწილები ნეკრესის ეპარქიში იმოგზაურებს, 9-11 ოქტომბერს კი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში იწვევს და მათ 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველების განცხადებების ჩაბარება 2017 წლის 9 ოქტომბრიდან…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარი – 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიკეტა. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განუცხადა, აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი 30 სანტიმეტრზე მეტია, რის გამოც, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდებას და მუნციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
თელავში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, ელექტროსადენის შეკეთების დროს მას დენმა დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს.
„პრობლემად რჩება ის, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ჩვენს თანამოქალაქეებს აფიცებს ყურანზე, რომ ხმას მიცემენ ამა თუ იმ პარტიას. ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება“, - ამის შესახებ იუსტიციის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11