საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
7 და 8 ოქტომბერს, თბილისში „თბილისობა“ აღინიშნება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა უბანში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. 7 ოქტომბერს ევროპის მოედანზე თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები მოეწყობა, ხოლო მეტეხის…
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ქართლის ტელეკომპანიის კამერამ დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცს დიდი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ სცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული 10 მოქმედი მეჩეთი გადაეცა, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობენ. საუბარია სოფლების ტბეთის, ვანის, წაბლანას, ჭალას, წყაროთას, ხაბელაშვილების, ზამლეთის, ახალდაბისა და ზემო ხევის სამლოცველოებზე.
7 და 8 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში სახალხო ზეიმი გაიმართება, რომლითაც აღინიშნება ყოფილ კატარინენფელდში, ახლანდელ ბოლნისში, 200 წლის წინ პირველი შვაბი კოლონისტების ჩამოსვლა.
ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღში ქურდობა მოხდა. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, წაღებულია ბაღის დირექტორის ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ასლის გადამღები (ე.წ. ქსეროქსი) და მუსიკალური ცენტრი.
22 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საშემოდგომო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3000 და 6000 მეტრზე გაიმართება. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.
2017 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფობელი გახდა საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გასანადგურებლად (ICAN), რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია 2007 წლიდან აწარმოებს. კამპანიას ჯილდო გადაცა იმისთვის, რომ მან ყურადღება მიაპყრო ბირთვული…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოში 871 ბრილიანტის თვალი შემოიტანეს. საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაბა ბაკურიანში 48-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11