weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა გადაცდომას ადგილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. როგორც მეუფე ამბობს, მას წლებია ურთიერთობა აქვს პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებთან და…

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაბილ გოჯაევი ინტიმური ურთიერთობის უკანონოდ, ფარულად გადაღების ბრალდებით დააკავეს.

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა.

„ცალკეულ ადამიანებს მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ. რა გასაკვირია, იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და…

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, რასაც მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილი ემსხვერპლა, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ჩიხარეშში მერის წარმომადგენლის, ანა ჩანქსელიანის მეუღლეც არის.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ. კომპანიის ცნობით, მათ შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა და თითოეულ მესაკუთრესთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდა.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომელთაც პირი ჰქონდათ ამოკერილი, შიმშილობა და პროტესტი შეწყვიტეს. წუხელ მათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, სადაც აქციას 30 მაისიდან მართავდნენ.

„ვიღებთ შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ბრალდებით, სამშენებლო ფირმის დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]