საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დღეიდან, 9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება. მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს (სივრცეს) და ასევე, ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით,…
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში დაკავებული 28 წლის მამაკაცის მშობლები აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მათ შვილს სცემეს, სამმართველოს უფროსი თამაზ ფაილოძე კი ხელყუმბარისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა.
ნიდერლანდების განვითარების ბანკმა - FMO, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. განთავსება იურიდიული კომპანიის - „MKD Law” კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. ობლიგაციების ვადა 5 წელია.
ჩატარებული 29 517 ტესტის შედეგად, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის რვა მონაწილეს, რომლებიც პოლიციამ 27 მაისს წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა. აქტივისტებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა არ დაუმტკიცდათ. რაც შეეხება წვრილმან…
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პროტესტის ნიშნად 28-ე დღეა პირი აქვთ ამოკერილი, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობისგან დიალოგის შეთავაზება მიიღეს. აქციის მონაწილეებმა დღეიდან მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს.
უკვე მესამედ, თიბისი თანამშრომლებს უპრეცედენტო შესაძლებლობას სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტში - სტარტაპ დეკრეტი და 6 თვიანი, სრულად ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი ბიზნესიდეის განვითარებას მოახმარონ.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტზე მედიაციის პროცესში ჩასართავად საქართველოს მთავრობამ მოიწვია. გოლეთიანის თქმით, მათაც იგივე პირობები აქვთ,…
ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილს ისე სცემეს, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაშავებული საავადმყოფოში გვიან ღამით დაიღუპა.
5 და 6 ივნისს მუშთაიდის პარკი კერძების სურნელით აივსო. ფესტივალის „Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო“ ორგანიზატორების მიერ შერჩეული კვების ობიექტებისა თუ ახლადგახნილი რესტორნების მზარეულებმა იქ მისულ ადამიანებს ე.წ. „სტრიტ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11