საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არ ჰქონდა ინფორმაცია და შესაბამისად, არ იყვნენ რეგისტირებულები“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვნებს შეხვდა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ბავშვებმა მათზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს, რამაც კიდევ ერთელ დაარწმუნა, რომ აუცილებელია პანსიონი ყველა აღსაზრდელმა…
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მმართველი, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების გაყვანის თაობაზე არასწორია, თუმცა იძულებულია დაემორჩილოს.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან, ამ ეტაპზე, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, 20 არასრულწლოვანი გამოიყვანეს, რომელთა შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. სოციალურმა…
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ ყველა ბავშვზე და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნებზე.
ასპინძის უნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა და კახეთიდან ჩასულ მწყემსებს სოფლის გავლით მთაში საქონლის გადარეკვის საშუალებას არ აძლევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის, სხალთელი მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. როგორც ორგანიზაციის იურისტი, ანა აბაშიძე აცხადებს, მეუფე სპირიდონს…
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც 26-ე დღეა პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილბენ, თბილისში სოლიდარობას გამოუცხადებენ. აქცია ხვალ, 6 ივნისს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში გაიმართება.
სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელია, ცდილობს ხელის შეუშალოს სოციალურ მუშაკებს აღსაზრდელების პანსიონიდან გაყვანაში.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველს აუცილებლად უნდა მიეცეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის შესაძლებლობა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11