საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 17 271 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 580 ინფიცირებული და გარდაიცვალა – 14.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება.
„დასანანი აქ არაფერი არ არის. რომ გაიზრდებიან, მაშინ იტყვიან - ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო. როცა დედამიწის დღე არის ორდღიანი და ბავშვები ტყეში, ღრეში, ორღობეში არიან, ის დანაშაული არის…
ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მას კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული.
2020 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ჩატარდა, რისთვისაც ჯამში 745 000 ლარი დაიხარჯა.
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 86 შემთხვევა – თბილისში ფიქსირდება. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მის ნაცვლად ილია კვაღინიძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ…
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსზე 9056 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 681 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა.
ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. 8 მოსწავლე სკოლიდან მერიაში 26 იანვარს, სამშაბათს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს.
სოფელ ჟონეთში ნამოხვანის ჰესების კასკადის მოწინააღმდეგეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო კარავი, სადაც ისინი 96 ღამის განმავლობაში აფარებდნენ თავს, აიღო. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ერთი მოქალაქეც დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11