საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა და ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე, მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.
სამართალდამცველებმა რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლებს, რომლებიც ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან, სოფელ ჟონეთში განთავსებული კარვის აღება მოსთხოვეს. როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ტერიტორია კუთვნის ინვესტორ კომპანიას და ის ითხოვს,…
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ტ.ა. დააკავეს.
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, ორსართულიანი ავარიული შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10 წლის გოგონა, რომელიც მაშველებმა ამოიყვანეს. ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პირველი თებერვლიდან, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის გამო შეჩერებული ზოგიერთი სერვისის მიწოდებას განაახლებს. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოემსახურებიან.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გურიის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. გურიის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. 2019 წლის დეკემბრიდან ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აზერბაიჯანთან საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გამოეხმაურა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 253 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3 შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია.
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 19 989 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1441 პაციენტი, ხოლო 11 გარდაიცვალა.
რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები კაშხლის მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟს გეგმავენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11