საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით სამი დღის წინ გატაცებული 16 წლის გოგონა იპოვეს. ის სავარაუდო გამტაცებელთან, 21 წლის კაცთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე 13 699 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირება 1972 ადამიანს დაუდასტურდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 2737 ადამიანი, ხოლო 43 გარდაიცვალა.
კათოლიკური ეკლესია მთავრობის შეთავაზებაზე – 24 დეკემბრის ღამეს მრევლი ერთჯერადი საშვების საშუალებით მივიდეს შობის წირვაზე დასასწრებად – უარს ამბობს. ყველა კათოლიკურ ტაძარში წირვა 21:00 საათამდე დასრულება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე…
ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებულ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეს, 35 წლის თეიმურაზ გიუნაშვილს მესამე დღეა ეძებენ. როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, გიუნაშვილი სამხედრო ნაწილში 21 დეკემბრის დილით იმყოფებოდა, მომდევნო დღიდან კი აღარ გამოჩენილა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 24 წლის კაცი სიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სიძეს - 38 წლის მ.ბ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო…
კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, 14 457 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 2345 ადამიანს დაუდასტურდა.
თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ, მძიმე ტექნიკის გამოყენებით 7 შენობა-ნაგებობა დაანგრია. როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, ინსპექციის წარმომადგენლები დაახლოებით დილის 7 საათისთვის მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს, რომ დემონტაჟი უნდა…
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმისა და მისი ძმის დაკავების შესახებ ისაუბრა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, 63 წლის მირიან თაზიაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს გათავისუფლებულია. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11