საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მინდვრის ხანძრებია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრომდე 40-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს. ცეცხლი ძირითადად ბალახს და ეკალბარდს უკიდია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხში თავისი ახალი სპეციალურ წარმომადგენელი დანიშნა.
ცნობილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) უკრაინაში, ოდესის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 3845 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1963 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 გარდაიცვალა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, გუშინ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე 24 წლის ჯ.მ. დააკავეს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 2795 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2469 პაციენტი, ხოლო 31 გარდაიცვალა.
დღეიდან, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით უქმე/დასვენების დღეებია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პერიოდში არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხში, პირველ იანვარს მომხდარი მკვლელობისთვის 23 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ჩხუბის დროს, სამი თანასოფლელი დაჭრა, მათ შორის ერთი სასიკვდილოდ.
ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 3288 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2981 პაციენტი, ხოლო 44 გარდაიცვალა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაღუპა და ორი მძიმედ დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა უთხრა, გარდაცვლილები 19 და 20 წლის გოგოები არიან, ერთ-ერთი დაშავებულის…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11