საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 4769 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი დაუდასტურდა 538 ადამიანს. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი, ხოლო 41 – გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ვანო ზანდარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზანდარაშვილს ბრალი ედება თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობასა და…
ტელეჟურნალისტი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. ჯულიეტა ვაშაყმაძე არხის წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დედაა.
ბოლო 24 საათში, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში კორონავირუსზე 8394 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 1097 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3208 ინფიცირებული, ხოლო 25 გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა მარნეულში 23 წლის ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაადასტურდა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი.
მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში დღეს 23 წლის ექიმი მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბია.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 497 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 14 421 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირება 1784 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4119 ინფიცირებული, ხოლო 39 – გარდაიცვალა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მას თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილმა ესროლა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11