weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონვირუსით სასულიერო პირების ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო არ არის. როგორც ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შრომის უსაფრთხოების სამსახურს ეკლესიის წარმომადგენლებთან დამატებითი შეხვედრები ექნებათ.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 9442 ტესტი ჩატარდა - აქედან 4360 ანტიგენი და 5082 PCR.

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კორონავირუსით დაინფიცირდა. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსი საავადმყოფოში მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4321 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 162 475-მდე გაიზარდა.

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ორი ექიმი გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ორივე მათგანი მკურნალობას თბილისში გადიოდა. 

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და როგორც ტელეკომპანია „ბორჯომი“ იტყობინება, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პასუხი გასცენ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს.

პროკურატურამ თბილისში, 3 დეკემბერს დაკავებულ 40 წლის კაცს ბრალი წარუდგინა და სასამართლოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]