weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

საზოგადოება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, თუმცა სასამართლოს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა. როგორც გამყრელიძე ამბობს, კოვიდით გარდაცვალების 49 შემთხვევა, რაც ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი…

„ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1839 პირი ემსხვერპლა“, – ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 6554 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, 571 შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდაცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1938 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3942 ავადმყოფი, 46 კი გარდაიცვალა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.

სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხზე დამატებითი დეტალები ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 735 ფაქტი გამოავლინეს.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 50 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1744 პირი ემსხვერპლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]