საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები და ინდივიდუალური მეწარმეები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები – 10 ათასით.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.
წყალტუბოში კორონავირუსის შედეგად ექიმი-კარდიოლოგი, 66 წლის დავით წულაია გარდაიცვალა. როგორც წყალტუბოს რაიონული ჰოსპიტლის დირექტორმა, მაკა გაბადაძემ განაცხადა, ექიმს ვირუსი 27 ოქტომბერს დაუდასტურდა და მკურნალობას ქუთაისში, კოვიდ-კლინიკაში გადიოდა.
ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში მიღებული დაზიანებების შედეგად მუშა – 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი ონლაინგამოცემა „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, მუშა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და მძიმე დაზიანებები მიიღო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა…
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3721 ინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 – გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გადადგა. როგორც ცენტრის პრეს-სამსახურში განაცხადეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ფიტნესკლუბს – Reformerfitness-ს შრომის ინსპექციამ ჯარიმა გამოუწერა იმის გამო, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედვად, დღეს მუშაობას გააგრძელა.
მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვის სუნთქვაზე გადაჰყავთ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11