weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 24-ე პაციენტი 70 წლის მამაკაცია, რომელსაც ინფექციურ საავადმყოფოში 18 აგვისტოდან მკურნალობდნენ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-ით გაიზარდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე დილით განახლდა.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელექსპრესის“ ფილიალი გაძარცვეს. კომპანიის განცხადებით, მძარცველებმა საცავში იატაკში გაყვანილი ხვრელით შეაღწიეს და დაახლოებით 300 000 ლარი წაიღეს. დაზარალებული მხარის განცხადებით, ობიექტის დაცვაზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა…

„მე არ დავუშვებ სტატისტიკის გაყალბებას“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის შეკითხვას მთავრობის ოპონენტების მოსაზრებაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას ხელოვნურად მართავენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-პაციენტის გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით, მისი აზრით, დღეს გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთის - 67 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი მისი ძირითადი დაავადებაა და არა კორონავირუსი.

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბათუმსა და ქუთაისში დღეს გარდაცვლილ პაციენტებს კორონავირუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 218-ით გაიზარდა და 3913 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]