საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბათუმსა და ქუთაისში დღეს გარდაცვლილ პაციენტებს კორონავირუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 218-ით გაიზარდა და 3913 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 21-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კიდევ 13 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში საჯარო სკოლის მასწავლებელსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც დღეიდან სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი შეიქმნება, რომელიც 2021 წლის განმავლობაში საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულები პანკისელი ბიზნესმენის, ვახტანგ ფარეულიძის ძმა და მისი პირადი დაცვის წევრები არიან. ამ საქმეზე სტატია…
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაცვლილი 60 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის მასწავლებელი ლიუდმილა ანუაა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აფსადგილ.ინფო“ წერს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი, მე-20 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტი აფხაზეთიდან იყო.
თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და კიდევ ერთი პირი, ზელიმ ბაკაევი ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11