საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. შსს-ს განცხადებით, ინფიცირებულები შესაბამის მკურნალობას გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება. დანარჩენ რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია:
სამართალდამცველებმა კასპში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე 62 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 42…
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
კასპში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მკვიფრია და კასპში თანმხლებ პირთად ერთად, ხელოსანთან იყო მისული. ადგილობრივების ინფორმაციით, იარაღიდან ხელოსანმა ისროლა, რასაც შელაპარაკება…
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი რვა კანდიდატმა გამოთქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, მესაზღვრე სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მისი ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა კაცს, რომელიც დედის დაკრძალვას დაესწრო და შემდეგ რესტორანში, ქელეხში იმყოფებოდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარას უკავშირდება, 30 შემთხვევა თბილისს, ხოლო 15 იმერეთის რეგიონს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11
reginfo.ge@gmail.com