საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. დაბაში მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. გარდა ამისა, განხორციელდება თერმოსკრინინგი.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო, დღეიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, ხვალიდან კი შეჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ტაქსისა. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში „აჭარა ტექსტილის“ ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც საწარმოს მენეჯერმა, გია ლომინაძემ განაცხადა, მუშაობა დროებით შეჩერებული აქვთ.
კორონავირუსის დღეს, 24 სექტემბერს დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. გუშინ ამ რეგიონში ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა იყო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა ყოფილი ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ზ.დ. დააკავეს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც დღეიდან სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ფონიჭალის დასახლებაში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 11 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 145 ათასი ტონა ყურძენი: 108 ათასი ტონა რქაწითელი, 31 ათასი ტონა საფერავი, 2,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11