საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული მამაკაცი (ბ.ქ.) დააკავეს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 182 ახალი შემთხვევიდან 129 ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და შუახევშია გამოვლენილი.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დილით განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისსა და მარნეულში ოთხი ადამიანი დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.
ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს, დენის დარტყმის შედეგად, საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. დამწვრობა მიიღო მესამე ელექტრომონტიორმა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 179 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11