weather cur horoscope tv
იანვარი 31, 2025

საზოგადოება

28 აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, სამი ახალი შემთხვევის წყარო უცნობია.

გურჯაანი-ზიარის 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 26 აგვისტოს გამოაცხადა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემის გამო, 5000 ლარით დააჯარიმეს და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალეს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა ხევსურეთში, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის სარჩელი. მაია მერკვილაძე იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ტელევიზიაში მისი შტატი გაუქმდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, სპეციალური ავიარეისი დაინიშნება. გახარიას თქმით, ფრენა უახლოეს პერიოდში ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება.

რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით. თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას…

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მოქალაქის გატაცებისა და ცემის საქმეზე გამგებლის ყოფილ წარმომადგენელს, კუკური პლაჭიაშვილს და ამავე სოფელში მცხოვრებ ირაკლი გოგალაძეს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა. მათ ბრალად ედებათ მანუჩარ მურადაშვილისთვის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]