weather cur horoscope tv
იანვარი 31, 2025

საზოგადოება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 42 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ. ამის შესახებ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,…

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში, ჩვეულ გარემოში დაიწყება, თუმცა კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების დაცვა აუცილებელი იქნება.

გორის მუნიციპალიტეტში, გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ავტოავარია გუშინ, 6 სექტემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში ​უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე…

თბილისში, ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მუშა 26 წლის ბორჯომელი მამაკაცია. წინასწარი ინფორმაციით, ის კონდიციონერის დამონტაჟების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონის აფეთქებას ემსხვერპლა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი გლუნჩიძის ცემისთვის 1988 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.

გურიაში კორონავირუსი სამ ადამიანს, მათ შორის, 3 თვის ჩვილს დაუდასტურდა. რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ დაავადდა, გურიაში დაბრუნებამდე კი ქორწილში იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ტელევიზია დროებით დაიკეტა. მისი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

სამართალდამცავებმა ბათუმში, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 29 წლის მამაკაცი დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]